Sophie la girafe - ირემი ფანფანი

Sophie la girafe - ირემი ფანფანი

75.00 GEL
ფასდაკლებული ფასი  75.00 GEL ჩვეულებრივი ფასი 
პროდუქტის ინფორმაციაზე გადასვლა
Sophie la girafe - ირემი ფანფანი
1/4

Sophie la girafe - ირემი ფანფანი

75.00 GEL
ფასდაკლებული ფასი  75.00 GEL ჩვეულებრივი ფასი 

Fanfan the Fawn გაიცანით სოფის მეგობარი ფანფანი 🦌 ფანფანი, ისევე როგორც სოფი, დამზადებულია 100% ბუნებრივი ლატექსისგან, იდეალურია როგორც ბავშვის პირველი სათამაშო და ღრძილების მოსაქავებელი🐣

👀მხედველობა – 3 თვის ასაკში ბავშვის მხედველობა ჯერ კიდევ შეზღუდულია და მას მხოლოდ მკვეთრი კონტრასტების აღქმა შეუძლია. მუქი და კონტრასტული, ყურადღების მიმპყრობი ლაქები, ფანფანის სხეულზე ხელს უწყობს მხედველობის განვითარებას. ის მალევე გახდება ბავშვისთვის ნაცნობი და დამამშვიდებელი ობიექტი.

👅გემო – დამზადებულია 100% ნატურალური ლატექსისგან და საკვების საღებავისგან, შესაბამისად ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა. ირმის რბილი ტექსტურა და რამდენიმე ღეჭვადი ნაწილი (ყურები, რქები, ნესტოები და ფეხები) იდეალურია ბავშვის ღრძილების დასამშვიდებლად კბილების ამოსვლისას

👂სმენა – წრიპინის ხმა, რომელსაც ხელის მოჭერისას გამოსცემს, ხელს უწყობს ჩვილის სმენის სტიმულირებას, შემდეგ კი ეხმარება გააცნობიეროს მიზეზშედეგობრივი კავშირი.

🖐შეხება – ბავშვისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის პირველი საშუალება შეხებაა. ირემი ფანფანის რბილი ზედაპირი, რომელიც დედის კანს მოგვაგონებს, ამშვიდებს პატარას და უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურ და ემოციურ პასუხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ჯანსაღ და მშვიდ ზრდას.

👃ყნოსვა – ჰევეას ხისგან მიღებული ბუნებრივი რეზინის უნიკალური სურნელი ირემს ჭეშმარიტად გამორჩეულს ხდის, რაც ბავშვს უმარტივებს მის იდენტიფიცირებას სხვა სათამაშოებს შორის.

You may also like